Sunday, September 25, 2016

მეექვსე დღე

   გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.
ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა შეფასების ფორმები სახელმძღვანელოში.
ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე, ავირჩიეთ ორი სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტირება..
ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.გავიხსენეთ Power point.
მივიღეთ ორი დავალება: უნდა მოვძებნთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და მოვახდინოთ ადაპტირება.ფურცელზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Saturday, September 24, 2016

მეხუთე დღე

   განვიხილეთ წინა თრენინგებზე განხილული მასალა. ვისწავლეთ გოგლფორმებში მუშაობა. პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შევადგინეთ ონლაინ ტესტი. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  ელეკტრული ტესტები ძალიან სასარგებლო იყო და მათი გამოყენება ძალიან მომხიბვლელად მეჩვენება. დღე ძალიან დატვირთული იყო. დიდი მადლობა ჩვენს თრენერს.

Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე
დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები: ერთი ზოგადი კითხვა, ორი თემატური და სამი შინაარსობრივი. ეს კითხვები გავუზიარე თრენერს. შემდეგ განვიხილეთ შეფასების მეთოდები, შეფასების ხუთი სტრატეგია. შეფასების მეთოდებთან ერთად განვიხილეთ მიზანი, როდის გამოიყენება და შეფასების საშუალების ინსტრუმენტი. დავალებად მივიღეთ ათ კითხვიანი ტესტის შედგენა ჩვენს პროექტთან დაკავშირებით მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლათ. გარდა ამისა მიზნიდან გამომდინარე  აქტივობები უნდა მოვიფიქროთ.
 მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო და ეს მასალა გამომადგება ჩემს პროექტზე მუშაობისას.

Tuesday, September 13, 2016

მესამე დღე ძალიან დატვირთული იყო და ძალიან მნიშვნელოვანი მასალა განვიხილეთ.განვიხილეთ კითხვის სახეები: ზოგადი კითხვები, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევიტანეთ სტანდარტები, მიზნები, ინდიკატორები. ვივარჯიშეთ კითხვების მოფიქრებაზე. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე დრაივში. ჩვენი ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ თრენერს.

Sunday, September 11, 2016

II დღე
   გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
ვისწავლეთ საკუთარი პორტფელიოს შექმნა. განვიხილეთ პროექტის მონახაზი. მოვისმინეთ ყველას პროექტის მონახაზი. ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი.დოკუმენტები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. ასევე საინტერესო იყო კონკრეტული, ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნების განხილვა.
  ძალიან საინტერესო დღე იყო.

Saturday, September 10, 2016

რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან სასარგებლო, ბევრის მომცემი, ცოტა დამღლელი.
ძალიან მომეწონა თრენერის მიერ მოცემული მასალა და გადმოცემის უნარი. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დამეხმარება მომავალ საქმიანობაში.