Tuesday, October 4, 2016

მეცხრე დღე
მიმაჩნია, რომ თრენინგი იყო მეტად საინტერესო, სასარგებლო და ინფორმაციული.
პროექტით სწავლება მეტად ეფექტურია სკოლაში და ამ თრენინგზე ვისწავლე დაწვრილებით თუ როგორ ვიხელმძღვანელო პროექტების შექმნით ჩემს სასწავლო პროცესში მოსწავლეებთან.
სასწავლო პროექტი დამეხმარება მოსწავლეთა უნარების განვითარების საქმეში. მისი გამოყენება უფრო საინტერესოს გახდის მასალას, რომელსაც მოსწავლეები გადიან.
საინტერესო იყო "ვირტუალური ღრუბლები"რომელშიც ჩვენი ინფორმაციის შენახვა შეგვიძლია. ამას აქტიურად გამოვიყენებ ასევე ტესტების, სხვადასხვა აქტივობების, სურათების შესანახად.
ასევე საინტერესო იყო შეფასების სტრატეგიები. შეფასების რუბრიკა, რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეთა მიერ მომზადებული პროექტების შეფასებისას.
ვფიქრობ შევძლებ გამოვიყენო სლაიდები პროექტზე მუშაობისას, რადგანაც ვისწავლეთ ერთი სლაიდიდან მეორეზე გადასვლა,შემდეგზე და ასე შემდეგ.
 ასევე შემეძლება დიაგრამის გამოყენებაც კვლევის წარმოებისას.
მთელი პროექტის მსვლელობა დაწვრილებით განვიხილეთ და გავწერეთ-ეს რასაკვირველია დამეხმარება ჩემს კლასებში პროექტზე მუშაობის დროს.
ყოველი დღე უაღრესად საინტერესო იყო. თრენერი ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თრენინგის თვითეულ მსმენელთან მივიდეს, დეტალურად აუხსნას, თუ რამე გაუგებარია. დიდი ენთუზიაზმითა სიყვარულით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მთელი მონდომებით გადასცემს მსმენელს თავის ცოდნას, გამოცდილებას.
   
     დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს ყველაფერ ამისათვის

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე

მერვე დღე:
  გავიმეორეთ წინა დღის მასალა
   პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი და გავწერეთ პროექტის მსვლელობა.

მეშვიდე დღე

ნიმუშებად განვიხილეთ ტრენერის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი power point-ში. გავაკეთეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოვათავსეთ ღრუბლებში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და დიფერენცირებულ სწავლებაზე. მივიღეთ საშინაო დავალება.
      მადლობთ.

Sunday, September 25, 2016

მეექვსე დღე

   გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.
ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა შეფასების ფორმები სახელმძღვანელოში.
ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე, ავირჩიეთ ორი სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტირება..
ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.გავიხსენეთ Power point.
მივიღეთ ორი დავალება: უნდა მოვძებნთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და მოვახდინოთ ადაპტირება.ფურცელზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Saturday, September 24, 2016

მეხუთე დღე

   განვიხილეთ წინა თრენინგებზე განხილული მასალა. ვისწავლეთ გოგლფორმებში მუშაობა. პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შევადგინეთ ონლაინ ტესტი. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  ელეკტრული ტესტები ძალიან სასარგებლო იყო და მათი გამოყენება ძალიან მომხიბვლელად მეჩვენება. დღე ძალიან დატვირთული იყო. დიდი მადლობა ჩვენს თრენერს.

Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე
დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები: ერთი ზოგადი კითხვა, ორი თემატური და სამი შინაარსობრივი. ეს კითხვები გავუზიარე თრენერს. შემდეგ განვიხილეთ შეფასების მეთოდები, შეფასების ხუთი სტრატეგია. შეფასების მეთოდებთან ერთად განვიხილეთ მიზანი, როდის გამოიყენება და შეფასების საშუალების ინსტრუმენტი. დავალებად მივიღეთ ათ კითხვიანი ტესტის შედგენა ჩვენს პროექტთან დაკავშირებით მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლათ. გარდა ამისა მიზნიდან გამომდინარე  აქტივობები უნდა მოვიფიქროთ.
 მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო და ეს მასალა გამომადგება ჩემს პროექტზე მუშაობისას.

Tuesday, September 13, 2016

მესამე დღე ძალიან დატვირთული იყო და ძალიან მნიშვნელოვანი მასალა განვიხილეთ.განვიხილეთ კითხვის სახეები: ზოგადი კითხვები, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევიტანეთ სტანდარტები, მიზნები, ინდიკატორები. ვივარჯიშეთ კითხვების მოფიქრებაზე. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე დრაივში. ჩვენი ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ თრენერს.