მეცხრე დღე
მიმაჩნია, რომ თრენინგი იყო მეტად საინტერესო, სასარგებლო და ინფორმაციული.
პროექტით სწავლება მეტად ეფექტურია სკოლაში და ამ თრენინგზე ვისწავლე დაწვრილებით თუ როგორ ვიხელმძღვანელო პროექტების შექმნით ჩემს სასწავლო პროცესში მოსწავლეებთან.
სასწავლო პროექტი დამეხმარება მოსწავლეთა უნარების განვითარების საქმეში. მისი გამოყენება უფრო საინტერესოს გახდის მასალას, რომელსაც მოსწავლეები გადიან.
საინტერესო იყო "ვირტუალური ღრუბლები"რომელშიც ჩვენი ინფორმაციის შენახვა შეგვიძლია. ამას აქტიურად გამოვიყენებ ასევე ტესტების, სხვადასხვა აქტივობების, სურათების შესანახად.
ასევე საინტერესო იყო შეფასების სტრატეგიები. შეფასების რუბრიკა, რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეთა მიერ მომზადებული პროექტების შეფასებისას.
ვფიქრობ შევძლებ გამოვიყენო სლაიდები პროექტზე მუშაობისას, რადგანაც ვისწავლეთ ერთი სლაიდიდან მეორეზე გადასვლა,შემდეგზე და ასე შემდეგ.
ასევე შემეძლება დიაგრამის გამოყენებაც კვლევის წარმოებისას.
მთელი პროექტის მსვლელობა დაწვრილებით განვიხილეთ და გავწერეთ-ეს რასაკვირველია დამეხმარება ჩემს კლასებში პროექტზე მუშაობის დროს.
ყოველი დღე უაღრესად საინტერესო იყო. თრენერი ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თრენინგის თვითეულ მსმენელთან მივიდეს, დეტალურად აუხსნას, თუ რამე გაუგებარია. დიდი ენთუზიაზმითა სიყვარულით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მთელი მონდომებით გადასცემს მსმენელს თავის ცოდნას, გამოცდილებას.
დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს ყველაფერ ამისათვის
No comments:
Post a Comment