Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე
დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები: ერთი ზოგადი კითხვა, ორი თემატური და სამი შინაარსობრივი. ეს კითხვები გავუზიარე თრენერს. შემდეგ განვიხილეთ შეფასების მეთოდები, შეფასების ხუთი სტრატეგია. შეფასების მეთოდებთან ერთად განვიხილეთ მიზანი, როდის გამოიყენება და შეფასების საშუალების ინსტრუმენტი. დავალებად მივიღეთ ათ კითხვიანი ტესტის შედგენა ჩვენს პროექტთან დაკავშირებით მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლათ. გარდა ამისა მიზნიდან გამომდინარე  აქტივობები უნდა მოვიფიქროთ.
 მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო და ეს მასალა გამომადგება ჩემს პროექტზე მუშაობისას.

1 comment:

  1. ნაყოფიერად გიმუშავიათ. იმედია საჭიროების შემთხვევაში გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას.

    ReplyDelete